Wednesday, March 26, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

        ტრენინგის დასკვნითი ეტაპი მართლაც ძალიან საინტერესო იყო. შევავსეთ და დავხვეწეთ ჩვენი  პროექტის მასალები. აუდიტორიას წარვუდგინეთ  საკუთარი ნამუშევრები  პრეზენტაციის სახით. მივეცით ერთმანეთს რჩევები.  გავითვალისწინე აუდიტორიის  რეკომენდაციები და გარკვეული ცვლილებები შევიტანე მასში.  ( რაც მოვასწარი დროის მცირე მონაკვეთში).
        ტრენინგის ბოლო ეტაპზე ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები.  ვფიქრობ, რომ ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება გაეცნობა მას და  საკუთარ მოსაზრებებს თუ შენიშვნებს მომაწვდის კომენტარების სახით. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის. ველი გამოხმაურებას !

         ყველას გისურვებთ წარმატებებს პროექტებზე მუშაობის კუთხით!!!!!!!
         მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო შორენა გულისხმიერებისთვის, დიდი  სურვილი მაქვს მომავალშიც გავხდე თქვენი განხორციელებული პროექტების თანამონაწილე. 

Thursday, March 20, 2014

მერვე დღის რეფლექსია

       გავეცანით მე-7 მოდულს - ფასილიტაციას ტექნოლოგიებით.  ვფიქრობ, რომ გამომადგება წარმატებული პროექტის შესაქმნელად.  გავაფორმეთ ბლოგები თემასთან დაკავშირებული სურათით.  ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდის დამატება.
       სამუშაო კიდევ ბევრია.  დაგვრჩა ტრენინგის ერთი დღე,  მაგრამ წინ თითქმის ერთი კვირაა, იმედი მაქვს, რომ ამ დროს ეფექტურად გამოვიყენებ. შევეცდები ქალბატონო შორენა თქვენი მოლოდინები ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გავამართლო. მადლობას გიხდით გაწეული დახმარებისთვის.  გპირდებით, რომ შემდეგი პროექტი, რომელსაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ, იქნება უფრო საინტერესო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე გათვლილი.
კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ქალატონ შორენა ბადურაშვილს!!!!! 

Wednesday, March 5, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შაბლონი.  ვფიქრობ რომ გამომადგება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის დროს. შეფასების რუბრიკები დავხვეწეთ.  კომპონენტებს მივანიჭეთ ხვედრითი წილი.

მეექვსე დღის რეფლექსია

სააკაძის ბუკლეტი
დღეს გავეცანით მე- 5 მოდულს, რომელიც მოიცავდა შეფასების რუბრიკების შექმნას. შევქმენით პროექტის შეფასების რუბრიკა,  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა.  ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.  დავიხუნძლეთ დავალებებით. მიგვაქვს ჩვენი შაბლონი და უნდა შევავსოთ თითქმის ბოლომდე. წარმატებებს გისურვებთ ყველას.  ძალიან მინდა შევქმნა ორიგინალური და საინტერესო პროექტი. მადლობა ქალბატონ ტრენერს ყველაფრისათვის.......

Tuesday, March 4, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ჩემი პრეზენტაცია
  დღეს გავეცანით მართლაც საინტერესო მასალას.  1. რიგორ უნდა დავიცვათ პროექტზე მუშაობის პროცესში საავტორო უფლებები.  შევქმენით ჩვენი პროექტისთვის საჭირო ფოტო-ვიდეო კოლაჟი და მივუთითეთ გამოყენებული რესურსების მისამართები.
2. გავეცანით მე-3 და მე-4 მოდულებს. ვისწავლეთ როგორ უნდა გავუკეთოთ ერთმანეთს კომენტარები word -ში,   google- ში  და  blog-ზე  თანამშრომლობის პროცესში.  იმედი მაქვს ამ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებთ.
        ყველა გისურვებთ წარმატებული პროექტი შექმნას.