Wednesday, February 26, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით პროექტის  შეფასების მეთოდებს, მიზნებს, ინსტრუმენტებს და ა.შ. ტრენინგი თანდათან საინტერესო და მიმზიდველი გახდა.  გამძლეობას გისურვებთ ქალბატონო შორენა. 

Tuesday, February 25, 2014

მესამე დღის რეფლექსია

სამწუხაროდ ჩემმა იდეამ საპროექტო თემასთან დაკავშირებით ( სტიქიური უბედურების თუ მოსახლეობის გულგრილობის შედეგი ? --  ეძღვნებოდა ჩემი სოფლის კულტურულ მემკვიდრეობის დაცვას და აღდგენას.)  არ გაამართლა,  რის გამოც იმედგაცრუებული დავრჩი. აქედან გამომდინარე ბევრი ვერაფერი სიახლე შევძინე ჩემს პროექტს.  შევეცდები ისეთი საკითხი შევარჩიო,  რომელიც დამეხმარება, რომ მოსწავლეებთან მაღალი დონის სააზროვნო უნარჩვევების განვითარებაზე ვიმუშაო. ქალბატონო შორენა უმორჩილესად გთხოვთ ისევ გამიზიარეთ  ბლოგი.  წინასწარ გიხდით მადლობას.

Wednesday, February 19, 2014

მეორე დღის რეფლექსია

ჩემმა პირველმა დღემ ტრენინგზე საინტერესოდ ჩაიარა.  გავიხსენე ტესტურ რედაქტორში მუშაობის წესები. შევქმენი ჩემი ფოსტა და ბლოგი.  გავეცანი პროექტზე მუშაობის მიზნებს და საწყის საფუძვლებს. მაგ: ბუკლეტის მომზადება.  გული მწყდება, რომ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ტრენინგის პირველ დღეს ვერ დავესწარი. მომიტევეთ..... მაქსიმალურად შევეცდები გავამართლო თქვენი იმედები და შევქმნა საინტერესო პროექტი.